GE | EN

ყავის შექმნის ხელოვნება

ფესვიდან მოხალვამდე

იცოდით?

იცოდით რომ ყავა ხეზე იზრდება? ყველაფერი იწყება მარადმწვანე ყავის ხით და წითელი მარცვლებით მის ტოტებზე. ყავა 70-ზე მეტ ქვეყანაში მოყავთ, როგორც ტროპიკულ, ასევე სუბტროპიკულ რეგიონებში.

 

იცოდით, რომ:

ყავის ხეს თბილი და ნოტიო კლიმატი უყვარს. საუკეთესოდ ხარობს 17-23°C ტემპერატურაზე, უხვი წვიმის პირობებში და ნაყოფიერ ნიადაგზე.

ყავის 60 ზე მეტი სახეობა არსებობს. მათ შორის "არაბიკა" და "რობუსტა" არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული. "არაბიკა" გამოირჩევა თავისი დახვეწილი სიტკბოთი, "რობუსტა" კი ოდნავ უფრო მომწარო გემოთი.

ყავის ყვავილობა ჟასმინის ყვავილს მოგაგონებთ, მსგავსი სურნელითა და თეთრი ფერით

შექმნილი ოსტატობით

ოდესმე თუ გიფიქრიათ როგორ გარდავქმნით ყავის მარცვალს გემრიელ ყავად? მოსავლის აღების შემდეგ, მარცვლებს საგულდაგულოდ ვრეცხავთ, ვაშრობთ, ვახარისხებთ და ვურევთ ერთმანეთში. ასე ვაერთიანებთ თითოეული ჯიშის ინდივიდუალურ ხასიათს.

 

 

მოხალულია მთელი გულით

მარცვლების შერევის შემდგომ, ჩვენ მათ ვხალავთ, რა დროსაც გამოიყოფა არომატული ზეთები და მასში შემავალი სხვადასხვა ნოტები.

მოხალვას საშუალოდ 12 წუთი სჭირდება.

მოხალვის დროს მარცვლები აღწევენ 200° C-დან 250° C-მდე ტემპერატურას, რაც აძლიერებს იაკობსის არომატებს.

იცოდით, რომ მოუხალავი მარცვლები უფრო მეტს იწონის, ვიდრე მოხალული? ამის მიზეზი ისაა, რომ მარცვლებში შემავალი ტენი ორთქლდება.

ჩვენი ყავა

ყავა ყველასთვის