GE | EN

ჩვენი ისტორია

ჩვენი შესანიშნავი ისტორია

Crown.png

1895

ჩვენი დამფუძნებელი იოჰან იაკობსი ხსნის თავის პირველ მაღაზიას ბრემენში (გერმანია). მაღაზიაში ის წარმოადგენს ყავას, ჩაის, შოკოლადსა და ორცხობილებს, ისახავს მისიას :" მხოლოდ საუკეთესო, უნაკლო პროდუქტის მიწოდება, გონივრულ ფასად"

1907

იოჰან იაკობსი ხსნის თავის პირველ მოსახალ ობიექტს და აძლევს ბრემენის მოსახლეობას მისი გემრიელი და ოსტატურად მოხალული ყავის პირველად დაგემოვნების საშუალებას.

გვიანი 1920-იანები

1920-იანები

იაკობსის ყავა ხელმისაწვდომი ხდება გერმანიის ბალტიის სანაპიროს საუკეთესო სასტუმროებში, რესტორნებსა და კურორტებზე. ცოტახანში, კი ტრანსატლანტიკური გემით პირველად მიემგზავრება ამერიკაში. აწვდის ნატიფ ყავას მომთხოვნ ყავის მოყვარულებს ატლანტიკის ორივე მხარეს.

1930

იოჰანის 22 წლის ძმისშვილი ვალტერი ბრუნდება ამერიკიდან და კომპანიას უერთდება ახალი იდეებით. ის თავდაპირველად ქმნის ელეგანტურ, თვალისმომჭრელ შეფუთვას რომელიც იაკობსის არომატის ვიზუალიზაციას ახდენს. ასევე ქმნის ბრენდის პირველ სლოგანებს, რითიც ადამიანთა გონებაში ნერგავს იაკობსს. გერმანიაში ქმნის ფურგონების ავტოპარკს, ახალი და არომატული ყავის მომხმარებლებთან მისაწოდებლად.

1948

ომის პერიოდში განადგურებული საწარმოების და შეფერხებული მიწოდების შემდეგ, ყავის ჩვეული წარმოება როგორც იქნა აღდგა და ვალტერმა მიიღო მწვანე ყავის მარცვლებით სავსე 12 ტომარა. ეს იყო პირველი ოფიციალური ომის შემდგომი გზავნილი.

1954

ვალტერ იაკობსი ნერგავს საკულტო სლოგანს "Wunderbar" (რავ ნიშნავს შესანიშნავს) ბრენდის კამპანიებსა და რეკლამაში. ასევე 1957 წელს უშვებს იაკობსის პირველ ხსნად ყავას- Mocca Press.

1960-იანები

ვალტერის შვილი კლაუსი უერთდება კომპანიას 1962 წელს და ეხმარება მას აყვავების ახალი ეპოქის შექმნაში. მას შემოაქვს ახალი პროდუქტები, შეფუთვები და აწარმოებს კომუნიკაციას ახალ ბაზრებთან. რთული იყო არ შეგემჩნიათ და დაგმახსოვრებოდათ მათი ფურგონების განსაკუთრებული ვიზუალი.

1970-იანები

Krönung იქცა ყველასთვის საყვარელ ყავად, მას უგზავნიდნენ საჩუქრად აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრებ ნათესავებსა და მეგობრებს. 1973 წელს გამოჩნდა პირველად ფრაუ ზომერი, რომელიც იაკობსის საკულტო სახედ იქცა მომდევნო 12 წლის განმავლობაში.

1980-იანები

1982 წელს, კლაუს იაკობსმა ბრენდი გააერთიანა ყველასთვის საყვარელ შვეიცარიული შოკოლადის საწარმო Suchard-თან. ასე დაიწყო ოჯახური ბიზნესის გლობალურ ბრენდად გარდაქმნის თავგადასავალი.

1990-იანები

1990 წელს იაკობსი შეიძინა Philip Morris-მა, რის შედეგადაც ბრენდი Kraft Jacobs Suchard-ის ნაწილად იქცა. იაკობსი შედის ახალ ბაზრებზე და ჭეშმარიტი ხარისხის ყავას სთავაზობს ყოფილი საბჭოთა კავშირის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს.

2015

Kraft Foods გახდა Mondelez International Inc., და ყიდის თავის ყავის განყოფილებას, ხოლო Sara Lee-სთან ახალი შერწყმის შედეგად იქმნება Jacobs Douwe Egberts (JDE).

2016

იაკობსს გააჩნია ჰარმონიული და მძლავრი ბრენდის იდენტობა. ის ახლაც წარმოდგენილია ოქროსფერი გვირგვინით, რომელიც პირველად ფართო საზოგადეობას 50-იან წლებში წარედგინა. ბრენდი კვლავაც მრავალფეროვანს ხდის ყოველდღიურობას და აძლევს ადამიანებს ყავით ტკბობის მარტივ საშუალებას.

2020

JDE ერწყმის Peet’s Coffee-ს და იქმნება JDE Peet’s, რომელიც ამსტერდამის ბირჟაზე 2020 წლიდან ირიცხება.

Ellipse 127.png
signature_recentred2.png

ვმუშაობთ უკეთესი მომავლისთვის

მდგრადობა

Sourcing for better

ჩვენ JDE Peet’s-ის Common Grounds ინიციატივის ამაყი ნაწილი ვართ. ჩვენ ვზრუნავთ პასუხისმგებლობით ყავის მიწოდებაზე და ამავდროულად, ვეხმარებით ფერმერებსა და საზოგადოებას ყავის მწარმოებელ რეგიონებში.