ჩვენი პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ ჩვენს ნათელ მომავალსა და კეთილდღეობას, გამოწვევების გადალახვით, რომლებსაც ვაწყდებით, ჩვენ, როგორც ადამიანები და პლანეტა. ეს, კი მოგვცემს საშუალებას დავტკბეთ შესანიშნავი ყავით მომავალშიც.
როგორც JDE's Common Grounds-ის პროგრამის ამაყ პარტნიორს, ჩვენ შეგვაქვს ცვლილებები შემდეგით:
ყავის მოყვანის გამოწვევების მოგვარებიდან, რომლებიც კლიმატის ცვლილებას უკავშირდება, სოციალური უთანასწორობის დაძლევისა და სამართლიანი სამუშაო პირობების შექმნამდე.
განსხვავება, რომელსაც ჩვენ ვქმნით, უკვე ვლინდება. ყოველი მცირე ნაბიჯის გადადგმით ჩვენ ვუახლოვდებით:
პასუხისმგებლობით მოყვანილი მწვანე ყავა 2025 წლისთვის
შეფუთვის მრავალჯერადი გამოყენება, გადამუშავება ან ბიოდეგრადაცია 2030 წლისთვის.
ხარისხისადმი ჩვენი ერთგულება ბევრად უფრო შორს მიდის, ვიდრე ჩვენი ყავა. ის ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას ადამიანებთან და პლანეტასთან, ყავის მომზადების თითოეულ ეტაპზე. ნიადაგის მდგრადობიდან ადამიანთა თანასწორობამდე და ფერმერთა კეთილდღეობამდე.
ჩვენ ვმუშაობთ „პოზიტიური პლანეტის“ მიმართულებით და გვსურს, რომ 2030 წლისთვის მთელი ჩვენი შეფუთვა გადამუშავებადი, კომპოსტირებადი ან ხელახლა გამოყენებადი იყოს. ჯერჯერობით ჩვენ:
ჩვენი შეფუთვის 78% მრავალჯერადი გამოყენების, გადამუშავებადი ან ბიოდეგრადირებადი გავხადეთ. ასე რომ, 2030 წლისთვის კიდევ 22%-ს უნდა მივაღწიოთ.
დავზოგეთ 3 000 ტონა მინა გასულ წელს თითოეული
ქილის წონის შემცირებით 10-15%-ით.